ყოველთვის საინტერესოა, აქვთ თუ არა თანამდებობის პირებს ფარული ბიზნესები, ან ხომ არ ლობირებენ ნათესავებისა და ნაცნობ-მეგობრების საქმიანობას, იკვეთება თუ არა ნეპოტიზმი საკადრო და სხვა გადაწყვეტილებებში. ხშირად ამ ეჭვების დადასტურება, ან უარყოფა რთულია. ამ კითხვებზე პასუხის მოძებნა სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში შეიძლება. ახალი ამბების ჟურნალისტებს ხშირად დრო და რესურსი არ ჰყოფნით რომ ამ საკითხებს ჩაუღრმავდნენ. პორტალი WWW.KAVSHIREBI.COM ჟურნალისტების მიერაა შექმნილი და ყველა ინფორმაცია, რომელიც მათი მეშვეობით გამოქვეყნდება ჟურნალისტური მეთოდებით და სტანდარტების დაცვითაა მოპოვებული. პროექტი დაიწყო ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დახმარებით და ამ ჟამად მიმდინარეობს “NATIONAL ENDOWMENT FOR DEMOCRACY”-ს მხარდაჭერით და “მონაცემთა ჟურნალისტურად დამუშავების ცენტრის” კოორდინირებით. ჩვენი პარტნიორია “ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის გაშუქების” საერთაშორისო პროექტი.
სარედაქციო პრინციპები:
ვებ-გვერდზე შემოსვლის დრო ჩვენ არ ვაგროვებთ ინფორმაციას თქვენს შესახებ.
ჩვენ ვიყენებთ GOOGLE ANALYTICS-ს, მაგრამ ეს არ ახდენს თქვენი პერსონალური ინფორმაციის იდენტიფიცირებას.
ჩვენ არ ვიყენებთ რეგისტრაციის ფუნქციას, ან სხვა მსგავს სერვისებს, რომლებიც შესაძლოა აგროვებდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თუ ასეთი მოთხოვნების დანერგვას გადავწყვეთ აუცილებლად გაცნობებთ ამის შესახებ და შესაბამისი წესები და პირობები აისახება ჩვენს ვებ-გვერდზე.
საავტორო ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზეა, შეგროვებულია და მომზადებულია ჩვენს მიერ ეთიკის ქარტიის მიერ შემუშავებული ჟურნალისტური პრინციპების დაცვით.
ყველა მასალა, რომელიც მოპოვებულია სხვა წყაროდან, შეიცავს შესაბამის მითითებებს. თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი მასალა გამოყენებულია წყაროს მითითების გარეშე, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ: jdpc2011@gmail.com
გუნდი
X
ლაშა კვესელაძე
ლაშა კვესელაძე ჟურნალისტია 2004 წლიდან. ამ პროექტის იდეაზე მუშაობა 2009 წელს გიორგი ფხაჭიაშვილთან ერთად დაიწყო.
ამჟამად არის პროექტის მკვლევარი რედაქტორი და მუშაობს განვითარების კონცეფციაზე.
გიორგი ფხაჭიაშვილი
გიორგი ფხაჭიაშვილი ჟურნალისტია 2004 წლიდან. ამ პროექტის იდეაზე მუშაობა 2009 წელს ლაშა კვესელაძესთან ერთად დაიწყო.
ამჯერად ის პროექტის ტექნიკურ და ვიზუალურ განვითარებაზე ზრუნავს.
გიორგი ჩადუნელი
გიორგი ჩადუნელი ჟურნალისტია 2009 წლიდან.
ამ პროექტში ორი წლის წინ ჩაერთო . მისი მთავარი ფუნქცია საჯარო წყაროებიდან შეგროვებული მონაცემების დამუშავებაა.
მოხმარების წესები
X
ღია ტექსტი გამოიყენება კრიპტოგრაფიაში იმ ინფორმაციის აღსანიშნავად, რომელსაც გამგზავნი გადასცემს მიმღებს. კომპიუტერების გამოჩენამდე ეს ტერმინი, როგორც წესი, აღნიშნავდა რომელიმე ენაზე შედგენილ ჩვეულებრივ ტექსტს. დღეისთათვის ამ ტერმინს უფრო ფართო დანიშნულება აქვს და მოიცავს ყველანაირ მონაცემს, რისი გადაცემაც შესაძლებელია ციფრული სახით (დოკუმენტები, სურათები, აუდიო, ვიდეო და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია) და რომელსაც ჯერ არ შეხებია რაიმე ცვლილება, მაგ. კომპრესია, შიფრაცია, ჰეშირება.